როუჰანი: აშშ-ს შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა მიეცა

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებით, შეერთებულ შტატებს წარსული შეცდომების გამოსწორების შანსი მიეცა.

”ამერიკელმა ხალხმა ტრამპის საზიანო პოლიტიკა შეცვალა... ეწინააღმდეგებოდა ... აშშ-ის მომავალმა ადმინისტრაციამ ეს შესაძლებლობა წარსული შეცდომების გამოსასწორებლად უნდა გამოიყენოს ... ირანი ემხრობა მსოფლიოსთან კონსტრუქციულ ურთიერთქმედებებს”, - განაცხადა როუჰანმა.