Roxette-ის სოლისტი მარი ფრედრიკსონი გარდაიცვალა

შვედური ჯგუფის, Roxette-ის სოლისტი მარი ფრედრიკსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერლის ახლობლებზე დაყრდნობით შვედური მედია ავრცელებს.

ბოლო წლების განმავლობაში მარი ფრედრიკსონი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა. 

Roxette 1980 და 1990-იან წლებში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული ჯგუფი იყო.

დღეისათვის გაყიდულია ჯგუფის ალბომებისა და სინგლების დაახლოებით 75 მილიონი ასლი.