რუანდაში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს რობოტი ექთნები დააკვირდებიან

რუანდას საავადმყოფოებში ახალი კოროანვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რობოტი ექთნები ემსახურებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყანაში, ამ დროისათვის, სულ სამი რობოტია დასაქმებული. მათ მარტივი დავალებების შესრულება უწევთ, მათ შორის, პაციენტების შემოწმება და მათი ტემპერატურის კონტროლი.

სააგენტოს ცნობით, საავადმყოფოს საქმიანობაში რობოტების ჩართვა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის შემცირებით არის განპირობებული. 

სამომავლოდ იგეგმება რობოტების პროგრამირება, რათა მათ პაციენტებისთვის სისხლის ანალიზისა და მასში შაქრის შემცველობის განსაზღვრის საშუალება მიეცეთ.