რუანდაში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

რუანდის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციას პირველი მსხვერპლი ჰყავს. 

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუანდაში ახალი კოროვირუსის ინფექციის 359 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულია 250 ადამიანი. ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციაზე ტესტირება 66,976 ადამიანს ჩაუტარდა.