რუანდაში მალარიის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა

ბოლო სამი წლის განმავლობაში მალარიის შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონით შემცირდა. ამის შესახებ რუანდის ბიომედიცინის ცენტრის (RBC) ხელმძღვანელმა აიმაბლე მბიტუიუმურემიმ განაცხადა. ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

”2017-დან 2020 წლამდე, მალარიის შემთხვევები რუანდაში  4.8 მილიონიდან 1.8 მილიონამდე შემცირდა.  მალარიის მძიმე შემთხვევები კი 2016-დან 2020 წლამდე, 18 000 შემთხვევიდან 3000-მდე”, - განაცხადა მალარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. 

მისივე თქმით, რუანდაში, მალარიით, 2016 წელს, 700 ადამიანი დაიღუპა , ხოლო 2020 წელს - 148.

საშიშ ვირუსთან ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებებს შორის, აიმაბლემ კოღოების გამრავლების ადგილებზე ბიოტოქსიკური ნივთიერების გამოყენება დაასახელა. ასევე, ადრეული დიაგნოსტიკური ტესტები და დროული მკურნალობა.