რუფუს სეველი ელვის პრესლის მამას ითამაშებს

რუფუს სეველი ბაზ ლურმანის ახალ ფილმში, რომელიც როკ-ენ-როლის მეფეს, ელვის პრესლის ეძღვნება, მისი მამის, ვერნონ პრესლის როლს შეასრულებს, ხოლო დედის როლში კი მეგი ჯილენჰოლი მოგვევლინება. 

ფილმს, რომელსაც სახელი ჯერ კიდევ არ აქვს, სტუდია "Warner Bros" გადაიღებს და მასში მოთხრობილია ელვისის ცხოვრება, მისი განვითარების გზა და პოლკოვნიკ ტომ პარკერთან ურთიერთობის შესახებ. 

თავად ელვისის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს. მისი მენეჯერის, პარკერის როლში კი ოსკაროსანი მსახიობი ტომ ჰენკსი მოიაზრება. 

"Warner Bros-ის" განცხადებით, ამ ფილმში ისტორია დინამიკურად იქნება გადმოცემული და ელვისის კარიერის თითქმის 20 წლიან პერიოდი იქნება ნაჩვენები. 

ფილმზე ლურმანთან ერთად მისი ცოლიც, კეტრინ მარტინიც იმუშავებს.