რუმინეთის ქალაქის მერად გარდაცვლილი აირჩიეს

რუმინეთში ქალაქ დევესელუს მერად მოსახლეობამ იონა ალიმანი აირჩია, რომელიც არჩევნებამდე 10 დღით ადრე კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

ტელეარხ Digi 24-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატი 17 სექტემბერს დაიღუპა, მისი სახელი საარჩევნო ბიულეტენში დარჩა. მახ ხმა კომუნის 1600 ამომრჩევლიდან 1200-მა მისცა. ასე მოსახლეობას მერის ხსოვნის პატივისცემა სურდა, რადგან მისი მუშაობით ყოველთვის კმაყოფილი იყო.

ახლა დევესელუში ხელახალი არჩევნები უნდა გაიმართოს.

ბოლო მონაცემებით, რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების 122 673 შემთხვევა დაფიქსირდა, 4718 ადამიანი გარდაიცვალა.