რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის, ვიორიკა დანჩილეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

ვოტუმს 238 კანონმდებელმა არ დაუჭირა მხარი.

სხდომაში მონაწილეობას 465 დეპუტატიდან 298 ესწრებოდა. კანონმდებლობის მიხედვით, ნდობის გამოცხადებისთვის 233 ხმა იყო საჭირო.