რუმინეთის საავადმყოფოში ხანძარს 10 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა

რუმინეთში ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს მკურნალობდნენ, 10 პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა  Associated Press იუწყება.

გამოცემის ცნობით, კიდევ შვიდი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყველა დაღუპული და დაშავებული, გარდა ერთი ადამიანისა, საავადმყოფოს პაციენტები იყვნენ.

ხანძარი ბუქარესტიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 353 კილომეტრში, ქალაქ პიატრა ნეამტში მოხდა.

ხელისუფლება ტრაგედიის  სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვას მიიჩნევს.