რუმინეთსა და ჩეხეთში სკოლები დაიხურება, პოლონეთში მასობრივი ღონისძიებები უქმდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუმინეთში 22 მარტამდე სასწავლო პროცესი გადაიდო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ლუდოვიკ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე რისკი, რომელთა შორის რუმინელების იტალიიდან დაბრუნებაა.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 17 შემთხვევაა დადასტურებული.

ჩეხეთში ყველა კულტურული, სპორტული, რელიგიური და სამხავტრო ღონისძიება გაუქმდა, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. შეჩერებულია სწავლის პროცესი. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიჩმა მიიღო.

ჩეხეთში ამჟამად კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პოლონეთის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო ღონისძიებას აუქმებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. მისი თქმით, განიხილება სხვა ზომებიც, რომელთა შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. რუმინეთის მსგავსად, პოლონეთშიც კორონავირუსის 17 შემთხვევა ფიქსირდება.