რუმინეთის, ქალაქ ტიმიშოარაში, ათ ახალშობილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
"COVID-19-ით ინფიცირებული ახალშობილების დედებს კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდათ, ამიტომ არსებობს დიდი ეჭვი, რომ მათ ვირუსი სამედიცინო პერსონალისგან გადაედოთ", - აცხადებს რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი ნელი ტერარუ.
ჩვილებს გართულებები არ აღენიშნებათ, ამიტომ ისინი დედებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.