რუსეთი აცხადებს, რომ ვაქცინის შემუშავებაში "დამაიმედებელი შედეგები" აქვს

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, მიხაილ მურაშკოს თქმით, ამჟამად ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პრეკლინიკური ცდები მიმდინარეობს და "დამაიმედებელი შედეგები" უკვე არსებობს. მან აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე პლატფორმა, რომელზეც ამ ვაქცინებზე მიდის მუშაობა.

"არსებობს დამაიმედებელი შედეგები, რომ ჩვენ სამკურნალო პრეპარატზე გავალთ, რომელიც იმუშავებს", - განაცხადა მან.

შეგახდენებთ, აპრილის ბოლოს მურაშკომ განაცხადა, რომ ვაქცინაზე რუსეთში 7 ცენტრი მუშაობს.