რუსეთი COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირებას ივნისის ბოლოს დაიწყებს

რუსულეთის ვირუსებისა და ბიოტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის, "ვექტორის" დირექტორის განცხადებით, ახალი კორონავირუსის კლინიკური ტესტირება ივნისის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ოპტიმისტური პროგნოზით, ახალი კორონავირუსის პირველი ვაქიცინის ადამიანებზე ტესტირება ივნისის ბოლოს დაიწყება და სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დარულდება" , - განაცხადა ცენტრის დირექტორმა, რინატ მაკსიუტოვმა. 

ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის შემუშავებისა და ტესტირების პროცესში აჩკარება დაუშვებელია, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე ეჭვქვეშ დადგება ვაქცინის ეფექტურობა.