რუსეთი COVID-19-ის ვაქცინის პრეკლინიკურ ცდებს 31 მაისისთვის დაასრულებს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინა, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ არის მიმართული, პროცესშია და 31 მაისამდე პრეკლინიკური ცდების დასრულება იგეგმება. ამის შესახებ რუსულ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე მიასნიკოვმა განუცხადა.

"31 მაისისთვის სპეციალისტები პრეკლინიკური კვლევების მთელი კომპლექსის დასრულებას და ზაფხულის პირველ დღეს კლინიკური ცდების დაწყებას გეგმავენ", - განაცხადა მან.