კრასნოიარსკის მხარეში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ორი ადამიანის ცხედარი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, დღეს დილი აღმოაჩინეს.

უბედური შემთხვევა მდინარე სეიბაზე, დასახლებულ პუნქტ შეტინკინოსთან შაბათს ღამე მოხდა.