რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დატოვებს

2024 წელს, ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ, საერთაშორისო კოსმოსური სადგური ფუნქციონირებას შეაჩერებს. 2025 წლიდან მისიებს დაასრულებს რუსეთიც. ამის შესახებ ინფორმაციას RT ავრცელებს.

"2025 წლიდან რუსეთი ISS-დან მისიებს გამოიხმობს და ამის შესახებ პარტნიორ ქვეყნებს გააფრთხილებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი პარტნიორ ქვეყნებთან განაგრძობს მოლაპარაკებებს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკაშირებით.