რუსეთი, უკრაინა და ევროკომისია ბუნებრივი აირის საკითხზე სამმხრივ მოლაპარაკებებს 19 დეკემბერს გამართავენ

ბუნებრივი აირის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდი რუსეთის, უკრაინისა და ევროკომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით 19 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი აცხადებს.

"მოუთმენლად ველი სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს პოლიტიკურ დონეზე ხუთშაბათს, 19 დეკემბერს", - წერს ის "ტვიტერზე."

რუსეთსა და უკრაინას შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტის თაობაზე მიმდინარე ხელშეკრულება 31 დეკემბერს იწურება.