რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" (РИА Новости) ცნობით,  რუსეთის დუმის დეპუტატი COVID 19-ით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დუმის 67 წლის დეპუტატი, ვახა აგაევი საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში, კორონავირუსის 1,122,241 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 19 799 ადამიანს აღწევს.