რუსეთის დუმის დეპუტატი ვერტმფრენის კატასტროფაში დაიღუპა

რუსეთის დუმის დეპუტატი აირატ ხაირულინი ყაზანში ვერტმფრენის კატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

Bell 407 ტიპის ვერტმფრენმა კუიბიშევსკის წყალსაცავიდან 6 კილომეტრის მოშორებით ავარიული დაშვება განახორციელა.კატასტროფის დროს დეპუტატთან ერთად მისი თანაშემწე და მფრინავი იმყოფებოდნენ, რომლებიც შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდნენ და კლინიკაში გადაიყვანეს. დეპუტატის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.