რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ "ადმირალ კუზნეცოვზე“ ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ ხანძარი, რომელიც გუშინ გაჩნდა, ლიკვიდირებულია.

რუსული მედიის ინფორმაციით, აალება პირველ ენერგოგანყოფილებაში მაშინ მოხდა, როდესაც სევეროდვინსკში ხომალდზე ტექნიკური მომსახურეობის სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ დროს ავიამზიდზე 400 ადამიანი იმყოფებოდა. გამოცხადდა ევაკუაცია.

ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.