რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო თვითიზოლაციაში გადავიდა. მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

”მინისტრი თავს კარგად გრძნობს და უახლოეს პერიოდში დისტანციურად იმუშავებს”,- განაცხადა მურაშკოს თანაშემწემ.