რუსეთის სამხედრო დაზვერვა ევროკავშირის სანქციებში მოხვდა

ევროკავშირმა რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის სამსახურების წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა. მკაცრი რეგულაციები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის - ეგრეთ წოდებული "გრუ"-ს, პეკინისა და ფხენიანის დაზვერვის სამსახურების ანგარიშების გაყინვას გულისხმობს. სიაში უწყებების პარალელურად ცალკეული  ჩინოვნიკებიც მოხვდნენ.

ახალი სანქციები ექსპლოიტების: WannaCry, NotPetya და Cloud Hopper-ის გამოყენებით განხორციელებულ კიბერშეტევებს უკავშირდება.