რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

ხმების 97 პროცენტის დათვლის შემდეგ, რუსეთში, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ იმარჯვებს. 

რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ „ერთიან რუსეთს“ 49,79 პროცენტი აქვს. 

მეორე ადგილს კომუნისტური პარტია იკავებს 19.61 პროცენტით, მესამეზე ვლადიმერ ჟირინოვკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაა 7.53 პროცენტით.

არსებული მონაცემებით, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ასევე შედიან პარტია „სამართლიანი რუსეთი-სიმართლისთვის“, რომელსაც ხმების 7.34 პროცენტი აქვს და პარტია, „ახალი ხალხი“, 5.31 პროცენტით.

მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები სამი დღის განმავლობაში, 17,18 და 19 სექტემბერს მიმდინარეობდა.