რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს შესაძლოა ივნისში შეხვდნენ

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, ივნისში შედგეს. ამის შესახებ რუსულ მედიას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.

მისივე თქმით მათი შეხვედრის ზუსტი თარიღი და ასევე ადგილი უცნობია. 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ქვეყანაში ორმხრივ შეხვედრის გამართვის ინიციატივით 13 აპრილს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოვიდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისათვის ვენაში შეხვედრა შესთავაზა.