რუსეთმა არაკეთილგანწყობილი ქვეყნების სია გამოაქვეყნა

რუსეთის მთავრობამ არაკეთილგანწყობილი ქვეყნების ჩამონათვლი გამოაქვეყნა.

რუსეთის ხელისუფლებისადმი არამეგობრული ქმედების გამო საპასუხო ზემოქმედებას დაქვემდებარებული ქვეყნების ჩამონათვალში ორი სახელმწიფოა: აშშ და ჩეხეთის რესპუბლიკა.

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

განკარგულების თანახმად, აშშ-ს ეკრძალება დიპლომატიურ მისიებში რუსეთის მოქალაქეების, ფიზიკური პირების დასაქმება. ჩეხეთის რესპუბლიკას კი ლიმიტი დაუწესდა - 19 კაცის ოდენობით.