რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა

1 იანვარს რუსეთმა ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის ნავთობის მიწოდება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ქარხნები ამჟამად საცავებში არსებული მარაგებით მუშაობენ.

საწარმოებში აღნიშნავენ, რომ მარაგები მათ იანვრის შუა რიცხვებამდე ეყოფათ.

მიწოდების შეწყვეტის მიზეზად კონტრაქტების ვადების ამოწურვები სახელდება.