რუსეთმა შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შავ ზღვაში, ბრიტანული გამანადგურებლის მიმართულებით 4 გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

როგორც რუსული მედია იუწყება, ბრიტანულმა ხომალდმა Defender-მა შავ ზღვაში საზღვარი დაარღვია, რასაც რუსეთის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბრიტანული გამანადგურებელი შავიზღვისპირეთში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა.

თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, ბრიტანეთის გამანადგურებელმა  რუსეთის წყლები დატოვა.

ინციდენტის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ბრიტანეთის სამხედრო ატაშე გამოიძახეს.