რუსეთს დოპინგტესტების გაყალბების გამო ოლიმპიადაში მონაწილების უფლება ჩამოართვეს

მსოფლიო ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ WADA რუსეთს, მოსკოვის ლაბორატორიაში ტესტების გაყალბებისა და მაქინაციების გამო, დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება 4 წლით ჩამოართვა.

საერთაშორისო სანქციების მოქმედებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს, საკუთარ ტერიტორიაზეც ეკრძალება მსოფლიო, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონატების ჩატარება.

მსგავსი გადაწყვეტილება WADA-მ გამოძიების საფუძველზე მიიღო, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორია ტესტების შედეგებს აყალბებდა.