რუსეთსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 1 ივლისიდან აღდგება

რუსეთსა და თურქეთს შორის შეიძლება საჰაერო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 1 ივლისიდან აღდგება. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ის რუსული რედაქცია წერს.

აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ.

ფრენების აღდგენის საკითხს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი განიხილავს.

წინასწარი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, შესაძლოა კვირაში მხოლოდ შვიდი ფრენა განხორციელდეს.

რუსეთმა თურქეთთან ფრენები 15 აპრილს შეაჩერა.