რუსეთში კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 036 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 227 389-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 36 339-ით გაიზარდა და 8 131 164-ს მიაღწია.

გარდაცვალებისა და გამოვლენილი ახალი შემთხვევების მიხედვით ორივე მაჩვენებელი რეკორდული გახდა.

რუსეთში კორონავირუსისგან 7 091 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა.