რუსეთში 11 წლის ბიჭი სახურავიდან ჩამოვარდნილ ყინულს ემსხვერპლა

რუსეთში, 11 წლის ბიჭს ხუთსართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდნილი ყინული თავში მოხვდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მცირეწლოვანი თავის არეში მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სარატოვში, აზინის ქუჩაზე მოხდა. 

ამჟამად შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.