რუსეთში 24 საათში კორონავირუსით 3448 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 27 938-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 34 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების დღიდან, გარდაიცვალა 232 და გამოჯანმრთელდა 2304 ადამიანი.