რუსეთში 4 წლის ბავშვმა 20 მაგნიტის ბურთი გადაყლაპა

რუსეთში, იამალის ოლქში ექიმებმა 4 წლის ბავშვის კუჭიდან 20 ნეოდიმის მაგნიტის ბურთი ამოიღეს. მის სიცოცხლეს საფრთხე რა ემუქრება.

სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მშობლებმა მიმართეს. მათი თქმით, ბავშვი სათამაშოთი ერთობოდა, რომელიც 250 მაგნიტის ბურთით თამაშობდა და ნაწილი გადაყლაპა.

"ბავშვს ლაპაროტომია ჩაუტარეს, უცხო სხეული ამოღებულია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადეს ექიმებმა.