რუსეთში ალკოჰოლური მოწამვლით 18 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ეკატერინბურგში მეთანოლით მოწამვლის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სვერდლოვსკის ოლქში მომხდართან დაკავშირებით  სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მეთილის სპირტის რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსეთში, ორენბურგის რეგიონში სუროგატი ალკოჰოლის მიღების შედეგად 34 ადამიანი გარდაიცვალა.