რუსეთში ავიაკატასტროფას 6 პირი ემსხვერპლა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ექვსივე პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „AN-26“-ის ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან 22 სექტემბერს გაუჩინარდა.

როგორც ცნობილი გახდა, თვითმფრინავი ხაბაროვსკის ოლქის სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე  ჩამოვარდა.