რუსეთში ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახებით 5 ადამიანი დაიღუპა

ავტობუსისა და სატვირთოს პირისპირ შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა რუსეთში, ასტრახანი - ელისტა - სტავროპოლის დამაკავშირებელ Р-216 მაგისტრალზე. 

ავარიაში მოყოლილ ავტობუსს მგაზვრები მახაჩკალა - პეტერბურგის მიმართულებით გადაჰყავდა რა დროსაც КамАз-ის მარკის სატვირთოს პირისპირ შეეჯახა. 

გარდაცვლილებს შორის ერთი ბავშვია.  რამდენიმე მგზავრი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.