რუსეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 302 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში სწრაფად იზრდება ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი. ბოლო ერთ დღე-ღამეში, ქვეყნის 35 რეგიონში, დაინფიცირების 302 შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსი 71 რეგიონშია გავრცელებული და მისი საერთო რაოდენობა 1836 -ს შეადგენს. გარდაიცვალა 8 ადამიანი. საავადმყოფოში მკურნალობს 1462 პაციენტი, რომელთაგან, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მიხაილ მურაშკოს განცხადებით, 32 მძიმე მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე გამოჯანმრთელდა 64 ადამიანი.