რუსეთში ბოლო 24 საათში COVID 19-ით 4268 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 47 121-ს მიაღწია.

COVID-19-ით შემთხვევები ქვეყნის 76 რეგიონში ფიქსირდება, მათ შორის ყველაზე დიდია მაჩვენებელი მოსკოვში.

ვირუსის გავრცელების დღიდან, გარდაიცვალა 405 და გამოჯანმრთელდა 3 446 ადამიანი.