რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 817 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 104 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 1 827-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 817-ით გაიზარდა და 198 676-ს მიაღწია.

კორონავირუსისგან სულ 31 916 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 5 308 გასული დღე-ღამის განმავლობაში.