რუსეთში COVID-19-ის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 379 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 89 473-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 253-ით გაიზარდა და 4 333 029-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 922 246 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 321 310 აქტიური შემთხვევაა.