რუსეთში COVID-19-ის 10 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 441 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 86 896-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 565-ით გაიზარდა და 4 268 215-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 838 040 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 343 279 აქტიური შემთხვევაა.