რუსეთში COVID-19-ის 11 086 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 428 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 85 304-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 11 086-ით გაიზარდა და 4 223 186-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 783 386 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 354 496 აქტიური შემთხვევაა.