რუსეთში COVID-19-ის 11 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 446 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 84 876-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 11 198-ით გაიზარდა და 4 212 100-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 664 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 359 560 აქტიური შემთხვევაა.