რუსეთში COVID-19-ის 11 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 475 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 87 823-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 11 385-ით გაიზარდა და 4 290 135-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 869 857 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 337 668 აქტიური შემთხვევაა.