რუსეთში COVID-19-ის 11 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 439 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 85 743-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 11 534-ით გაიზარდა და 4 234 720-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 799 406 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 349 571 აქტიური შემთხვევაა.