რუსეთში COVID-19-ის 13 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 396 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 127 576-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 13 397-ით გაიზარდა და 5 249 990-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 828 500 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 293 914 აქტიური შემთხვევაა.