რუსეთში COVID-19-ის 13 510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 399 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 126 070-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 13 510-ით გაიზარდა და 5 193 964ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.79 მილიონი ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 277 894 აქტიური შემთხვევაა.