რუსეთში COVID-19-ის 14 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 416 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 127 992-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 14 057-ით გაიზარდა და 5 264 047-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 839 705 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 296 350 აქტიური შემთხვევაა.