რუსეთში COVID-19-ის 14 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 379 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 127 180-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 14 185-ით გაიზარდა და 5 236 593-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 818 244 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 291 169 აქტიური შემთხვევაა.