რუსეთში COVID-19-ის 14 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 502 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 79 696-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 14 861-ით გაიზარდა და 4 057 698-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 577 907 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 400 095 აქტიური შემთხვევაა.